Accentnews.ge
ქუთაისში აქციის მონაწილეებს აკავებენ

ქუთაისში აქციის მონაწილეებს აკავებენ

28/11/2024 16:52:35 საზოგადოება

ქუთაისში აქციის მონაწილეებს აკავებენ.

ტელეარხების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ტანსაცმელშემოხეული დემონსტრანტები.

პოლიცია აქციის მონაწილეეებს მანქანებში ტენის.

პროტესტი "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარეობს.

ქუთაისის გარდა, აქციები იმართება თბილისში ორ ლოკაციაზე, ბათუმსა და ზუგდიდში.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავალი საბოლოოდ დაასრულა.

"ეს არის ჩემი წინაპრების საფლავებზე დაფურთხება, რასაც არავის არ ვაპატიებთ", – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S