Accentnews.ge
პრეზიდენტი – ოპოზიციას: დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით

პრეზიდენტი – ოპოზიციას: დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით

28/11/2024 17:32:55 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა დროა, ოპოზიციურმა პარტიებმა გონივრული და კოორდინირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

„მე მოვიწვიე პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა მოძრაობა, ვინც შეძლო დღეს აქამდე მოსვლა, იმიტომ, რომ ვიცი, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის უკვე ქუჩის აქციებში, ხალხი გამოდის სპონტანურად. მე აქ მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა აღარ არის იმის დრო, რომ „მე ჩემი აზრი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს“ - ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და მე ვიქნები ამათთან და თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანნი, მიიღებენ კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ არ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უცებ გახდნენ ერთი პარტია, ღმერთმა გვაშოროს ამისგან, აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა და ამას ჩამოვშორდებით საბოლოოდ, მაგრამ გვჭირდება დღეს კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიდგები აქ თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.

პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარალელურად, თბლისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S