Accentnews.ge
პრეზიდენტი – ჯარს: ორბელიანების სასახლეში გამოფენილია ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი და ეს იქნება აქ, ვერავინ ვერ მოხსნის, როგორც ვერავინ ვერ წაგვართმევს დამოუკიდებლობას

პრეზიდენტი – ჯარს: ორბელიანების სასახლეში გამოფენილია ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი და ეს იქნება აქ, ვერავინ ვერ მოხსნის, როგორც ვერავინ ვერ წაგვართმევს დამოუკიდებლობას

28/11/2024 17:46:41 პოლიტიკა

"მე მინდა, მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად გული სტკივა. რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომლიდანაც ჩვენ ძვლივს გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ შენობაში [ორბელიანების სასახლე] გამოფენილია ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი და ეს იქნება აქ, ვერავინ ვერ მოხსნის, როგორც ვერავინ ვერ წაგვართმევს დამოუკიდებლობას”, - ასე მიმართა ჯარს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.

პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარალელურად, თბლისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S