Accentnews.ge
თბილისის გარდა, პროტესტი გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც იმართება

თბილისის გარდა, პროტესტი გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც იმართება

28/11/2024 18:08:51 საზოგადოება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ.

"ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

თბილისის გარდა, აქციები იმართება რეგიონებშიც – გორში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S