
პრეზიდენტი აქციაზე მივიდა
28/11/2024 19:19:44 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციაზე მივიდა.
"მე დღეს უკვე ვუთხარი საზოგადოებას ჩემი სათქმელი. მე ვარ აქ ამ ხალხთან ერთად. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა", – განაცხადა მან.