
ბუღაძე საზმაუსთან მივიდა: ვითხოვთ ეთერს!
28/11/2024 20:09:59 საზოგადოება
მწერალი ლაშა ბუღაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მივიდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სტუმრად ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო.
როგორც ბუღაძე ამბობს, მის მისვლამდე პაპუაშვილმა ტერიტორია დატოვა.
„აქ მოვედით, ვითხოვ პირდაპირ ეთერში გამიყვანონ, რადგან მიტინგებს აჩვენებენ - მარსიდან იღებენ დრონით. ვითხოვთ, ჩამოვიდნენ უფროსები! ეს ტელევიზია, ეს ხალხი ფინანსდება ჩვენი ფულით! მოქალაქეები მოვედით, რომ შევიდეთ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან, საიდანაც ესენი ავრცელებენ ტყუილებს (სადაც არამზადა პაპუაშვილი იჯდა და ყბის კანკალით ისევ ტვინის გამორეცხვას ცდილობდა ხალხისთვის), გვინდა, მივმართოთ საზოგადოებას! სიმართლე ვუთხრათ! მაუწყებელი უნდა გათავისუფლდეს ამ წყევლისგან, სადაც ყოველთვის მონები იყვნენ!“.