Accentnews.ge
გახარია – "ოცნებაზე": ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ შენ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, გამოხვიდე, ამ ხალხს უთხრა, რომ შეგეშალა

გახარია – "ოცნებაზე": ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ შენ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, გამოხვიდე, ამ ხალხს უთხრა, რომ შეგეშალა

28/11/2024 20:21:21 პოლიტიკა

"გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ამის შესახებ მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"ქართველები დაიღალნენ იმით, რომ ყველა ჯერზე რუსთაველზე გადაწყდეს პოლიტიკური ხელისუფლების საკითხები, აღარ უნდათ, უნდათ რომ ეს არჩევნებით გააკეთონ. მაგრამ არჩევნები ხელისუფლებამ მოგვპარა მაშინ, როდესაც შეეძლო ეს არჩევნები გამოეყენებინა ქვეყნის დამშვიდების გზისთვის. მშვიდობა, მშვიდობაო და საბოლოოდ, მიგვიყვანა იქ, სადაც მიგვიყვანა - ერთმანეთთან დაპირისპირებამდე.

[...] არჩევნები წინ ხომ გვეუბნებოდნენ, ევროპაში ღირსებით მიგიყვანთ, ცალ ფეხზე კი არა, ორი ფეხით მიგიყვანთო. ახლა გვეუბნებიან, ოთხი წელი დაელოდეთ, ევროპაში აღარ მივდივართ, 4 წლის მერე მიგიყვანთ, მაგრამ უფრო სწრაფადო. ეს სისულელეებია. გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ. ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, დათვრე იმ სიგიჟისგან, რაც გაკეთებული გაქვს. მაგრამ შენ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი, მომავალი, შენი შვილების მომავალი, შენი ქვეყნის ნორმალური დემოკრატიული განვითარება და ისევ რუსთაველზე დააპირისპირო ქართველები ერთმანეთს?! როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ამიტომ, ჩვენი, თითოეული ქართველის ბრალია. ბოლომდე ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ. მთავარი გზა არის - უნდა მოვახერხოთ, რომ ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, ქვეყნის შიგნით მასზე ზეწოლით, მუდმივი მშვიდობიანი აქციებით ქუჩაში, ჩვენი პარტნიორების ზეწოლით. საქართველოს მოქალაქეებს კი არ უნდა გაუუქმონ თავისუფალი, უვიზო რეჟიმი, არამედ ისინი უნდა დაასანქცირონ, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა. ვინც დღეს დადგა კიდევ ერთხელ სცენა, რომ ქართველი ქართველის წინააღმდეგ დგას - ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს რიგითი მოქალაქეები, ეს ხალხი უნდა დასანქცირდეს და მათზე ისეთი წნეხი განხორციელდეს, რომ იძულებულები გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნონ ის, რაც მოჰპარეს და მისცენ არჩევნების ახალი თარიღი. ეს იქნება გამოსავალი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: დღეს, საღამოს 6 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, მიზეზი „აგენტების კანონი“ და სხვა არაევროპული კანონებია.

პრემიერი განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა გამართა ჯერ უცხოელ ელჩებთან, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში – გორში, ბათუმში, თელავში ქუთაისსა და ზუგდიდში მოქალაქეები შეიკრიბნენ. "ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ამ მოვლენების პარალელურად, "ტვ პირველმა" გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანდა, როგორც ტოვებდა "ქართული ოცნების" ლიდერების ნაწილი რესტორან "კაკლებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S