Accentnews.ge
ბაქრაძე: დღესვე შეიქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი და ხვალიდან დაიწება დაუმორჩილებლობის პოლიტიკა

ბაქრაძე: დღესვე შეიქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი და ხვალიდან დაიწება დაუმორჩილებლობის პოლიტიკა

28/11/2024 21:21:42 პოლიტიკა

დღესვე შეიქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი და ხვალიდან დაიწება დაუმორჩილებლობის პოლიტიკა,- მიმართა დემონსტრანტებს "ერთიანობის" წევრმა ლაშა ბაქრაძემ.

მანამდე "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ განუცხადა, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, პოლიტიკოსები ერთიანნი არიან. იგივე გაიმეორა ლაშა ბაქრაძემაც.

"არსებობს პარტიებს შორის შეთანხმება, რომ ყველანი ერთად ვიქნებით და არანაირი განსხვავება პარტიებს შორის არ არის იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი საქმე გასაკეთებელი. ეს არის ამ ქვეყნის გამოყვანა ამ ტოტალური კრიზისიდან, რომელშიც ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ". ეს ჩვენი ქვეყანა, რომელიც ერთადერთია! ამიტომ, დღესვე შეიქმნება წინააღმდეგობის კომიტეტი და ხვალიდან დაიწება დაუმორჩილებლობის პოლიტიკა! ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ შევქმნათ ისეთი სიტუაცია რომ ე.წ. ხელისუფლება მიხვდეს, "ქართველ ხალხი" არ დანებდება!",- თქვა ბაქრაძემ და დასძინა, "ჩვენ ერთად ვართ პრეზიდენტთან, რომელმაც მოგვიწოდა, რომ გავერთიანდეთ და ამას აუცილებლად გვაკეთებთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S