
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს პერიოდულად იყენებს
28/11/2024 21:48:38 საზოგადოება
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება პერიოდულად იძაბება.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება კვლავ მოხდა.
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს პერიოდულად იყენებს.
რამდენმე დემონსტრანტი შეუძლოდ გახდა.
სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა "აჭარის ტელევიზიის" კორესპონდენტს მას შემდეგ, რაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. მანამდე, აქციაზე დაშავდა "ტვ პირველის" ოპერატორი. მას სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს.