
საპოლიციო ძალები წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს კვლავ იყენებენ
28/11/2024 23:11:55 საზოგადოება
საპოლიციო ძალები წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს კვლავ იყენებენ.
ისინი ცდილობენ, რუსთაველის გამზირი დემონსტრანტებისგან სრულად გაწმინდონ.
მანამდე, მომიტინგეთა ნაწილმა „ცისფერი გალერიის“ მიმდებარედ ბარიკადების აღსამართად სხვადასხვა ნივთები მიიტანეს. ადგილზე ნაგვის ურნები დაწვეს.
პერიოდულად აკავებენ დემონსტრანტებს. არიან დაშავებულები.
დაშავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ წყლის ჭავლში გარეულია წიწაკის სპრეი.