Accentnews.ge
საია: მზარდია საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტების მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები

საია: მზარდია საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტების მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები

28/11/2024 23:30:04 საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის განცხდებით, "მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას".

"ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა.

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს.

იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონდებლობის შესაბამისად.

ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

არ შესრულონ უკანონო დავალებები", – აცხადებენ საია–ში.

აქციის დაშლისას დაშავდა მედიასაშუალებების არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი. "ტვ პირველის" ცნობით, "ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა “ტვ პირველის“ გამოძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორზე გიორგი შეწირულზეც, რომელიც აქციის დროს პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებს იღებდა; იგი სპეცრაზმმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S