
"ჩემი ხმა": "პოლიციის მიერ გამოყებებული ძალა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა აქციის მონაწილეთა მიმართ"
28/11/2024 23:45:44 საზოგადოება
სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ აცხადებს, რომ "პოლიციის მიერ გამოყებებული ძალა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა აქციის მონაწილეთა მიმართ".
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს კონსტიტუციის, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" და "პოლიციის შესახებ" კანონების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ დაიწყო პროევროპული მშვიდობიანი შეკრების წყლის ჭავლით (რომელშიც გარეულია ქიმიური მინარევები), ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით დაშლა, აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავება, რომელსაც თან ახლავს მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
პოლიცია ახლაც აგრძელებს მშვიდობიანი ადამიანების თბილისის ქუჩებში დევნას, შეურაცხყოფას და ცემას.ასევე, აქციის დროს პოლიცია ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში ჟურნალისტებს, მიზანმიმართულად აყენებს მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებს აპარატურას.პოლიციის მიერ გამოყებებული ძალა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა აქციის მონაწილეთა მიმართ", – ნათქვამია განცხადებაში.