Accentnews.ge
პრეზიდენტი: მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ

პრეზიდენტი: მე ვდგავარ ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ

29/11/2024 00:00:13 საზოგადოება

"მე ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას - უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას", – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

  • აქციის დაშლისას დაშავდა მედიასაშუალებების არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი. "ტვ პირველის" ცნობით, "ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა “ტვ პირველის“ გამოძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორზე გიორგი შეწირულზეც, რომელიც აქციის დროს პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებს იღებდა; იგი სპეცრაზმმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდა". გარდა ამისა, „პუბლიკა" იუწყება, რომ გამოცემის ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციამ ძალადობით დააკავა. "მცემეს, დამაკავეს, კამერები წამართვეს. მივყავარ ჯეო ჰოსპიტალში. დაკავებული ვიყავი. ცხვირი მაქვს გატეხილი. თავზეც ვნახავ, რომ გადამიყვანენ. ჩემზე უარესად იყვნენ სხვები, მაგრამ მეც კარგად მირტყეს, კი”. – ამბობს ლექსო ქეშელაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის განცხდებით, "მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას".

"ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა.

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს.

იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონდებლობის შესაბამისად.

ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

არ შესრულონ უკანონო დავალებები", – აცხადებენ საია–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S