
რუსთაველის გამზირზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა
29/11/2024 01:31:32 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს "ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა დაშავდა, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას ჭრილობა აქვს თავზე და სისხლი სდის. მას სასწრაფო დახმარების მანქანამდე მისვლამდე რამდენიმე წუთი დასჭირდა.
როგორც "ტვ პირველის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყებოდა, აქციაზე არ არის სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან რუსთაველის გამზირის გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა დემონსტრანტები ტერიტორიას მაინც არ ტოვებენ. აქციის მონაწილეები სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.
უცნობია ამ დრომდე რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.
აქციის დაშლისას დაშავდა, მათ შორის არაერთი ჟურნალისტი.