
ელენე ხოშტარიასა და ნანა მალაშხიას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ
29/11/2024 02:12:34 საზოგადოება
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ელენე ხოშტარიასა და ნანა მალაშხიას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები აცხადებენ, მათ სპეცრაზმელები მაშინ გაუსწორდნენ, როცა პოლიტიკოსები ცდილობდნენ, სპეცრაზმელებისთვის არ მიეცათ საშუალება, დაეკავებინათ დემონსტრანტები.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრების თქმით, ელენე ხოშტარიას სავარაუდოდ, ხელი აქვს მოტეხილი.
ნანა მალაშხიას დაზიანებები აღენიშნება სახის არეში.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან რუსთაველის გამზირის გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა დემონსტრანტები ტერიტორიას მაინც არ ტოვებენ. აქციის მონაწილეები სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.
უცნობია ამ დრომდე რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.
აქციის დაშლისას დაშავდა, მათ შორის არაერთი ჟურნალისტი.