
სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ქუჩა–ქუჩა დასდევენ, დემონსტრანტები გამოიყვანეს, მათ შორის აფთიაქიდან
29/11/2024 03:03:24 საზოგადოება
სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ქუჩა–ქუჩა დასდევენ, დემონსტრანტები გამოიყვანეს, მათ შორის აფთიაქიდან.
ეს არის "ფარმა დეპოს" აფთიაქი, რომელიც რუსთაველის მეტროს სადგურთან მდებარეობს.
კადრებში ჩანს, რომ დემონსტრანტების დაკავებისას მათზე ძალადობენ.
უცნობია ამ დრომდე რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.
აქციის დაშლისას დაშავდა, მათ შორის არაერთი ჟურნალისტი.