
"რადიო თავისუფლება": ჩვენს ჟურნალისტს სპეცრაზმელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა
29/11/2024 03:31:37 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევისას პოლიციამ ფიზიკურად იძალადა "რადიო თავისუფლების" კიდევ ერთ რეპორტიორზე, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
"მეცნიერებათა აკადემიასთან, როდესაც ჟურნალისტი დათო ცაგარელი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა.
ჟურნალისტს ეცვა პრესის მაიდენტიფიცირებელი ქურთუკი და ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომლითაც პირდაპირ ეთერში იყო.
მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", – იუწყება "რადიო თავისუფლება".
უცნობია ამ დრომდე რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.
აქციის დაშლისას დაშავდა, მათ შორის არაერთი ჟურნალისტი.