Accentnews.ge
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე დარჩენილი აქციის მონაწილეები დაშალეს

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე დარჩენილი აქციის მონაწილეები დაშალეს

29/11/2024 03:34:34 საზოგადოება

დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დარჩენილი აქციის მონაწილეები დაშალეს.

შსს-ს ძალებმა რუსთაველის გამზირი მთლიანად დაიკავეს.

თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა, სპეცსაშუალებების გამოყენება და მონაწილეთა ძალადობრივი დაკავება დაიწყო.

უცნობია ამ დრომდე რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.

აქციის დაშლისას დაშავდა, მათ შორის არაერთი ჟურნალისტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S