ელჩი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალსხს, ჩვენ დაგელოდებით, ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ, ის იყოს
29/11/2024 06:29:59 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი უკიდურესად იმედგამაცრუებელს უწოდებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან.
„ჩვენ გავუღეთ ჩვენი კარი, ევროკავშირის კარი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ. როგორც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო“, - თქვა ელჩმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი:
„ჩემი გზავნილი იქნება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალსხს, ჩვენ დაგელოდებით. ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ, ის იყოს“, - აღნიშნა ელჩმა.


