Accentnews.ge
"თქვენი ხმა მნიშვნელოვანია!" - ლონდა თოლორაია კოლეგებს მიმართავს

"თქვენი ხმა მნიშვნელოვანია!" - ლონდა თოლორაია კოლეგებს მიმართავს

29/11/2024 07:02:57 საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ყოფილ კოლეგებს მიმართავს.

"როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შლიდნენ, თანამშრომლების ერთ-ერთ სამუშაო ოთახში შევედი, სადაც აღმოვაჩინე რომ თანამშრომლების სახელით საჯარო განცხადების ტექსტს ამზადებდნენ. მაშინ ეს პროცესი მე გავაჩერე.

მაშინ თუ ეს საჯარო აქტი ვინმეს პერსონალურად ჩემს მიმართ მხარდაჭერად შეიძლება აღექვა, ახლა თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. ახლა თქვენ ხმას ქვეყნის გადარჩენა შეუძლია. მართლა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, დღეს თქვენ ყველაზე კარგად ხვდებით, ინსტიტუტების დამონების და ქვეყნის გაყიდვის პროცესი ჩვენით რომ დაიწყო.

თქვენ, ამ სამსახურების თანამშრომლები, პროკურატურასთან ერთად, უდიდეს პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეთ იმ შედეგებზე, რაც ახლა გვაქვს. აი რა მოგვიტანა ტოტალურმა დაუსჯელობამ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დუმილმა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისთვის მწვანე შუქის ანთებამ, ყველა მნიშვნელოვან საქმეზე ,,არაფრის დადგენამ” და პოზიციამ ,,ეს ჩვენ არ გვეხება”.

მე მართლა ველოდები რას იზამთ თქვენ ახლა და ამჟამად. მე ვიცი, რა გულანთებული ხალხი დავტოვე მანდ. იმედი მაქვს, თქვენში ჯერ არ ჩაუკლავთ იმის შეგრძნება, რომ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ ამ ქვეყნის განვითარებაში.

არასდროს ვიყავი საჯარო მოხელეების საჯარო პოზიციონირების მომხრე, მაგრამ დღეს საერთოდ სხვა მოცემულობაა.

დღეს, თქვენზეა დამოკიდებული როგორი ხვალინდელი დღე გვექნება ჩვენ და როგორი ღამე გვექნება დღეს",- წერს ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S