
სპეცრაზმელის მიერ ნაცემ ჟურნალისტს გურამ როგავას მოტეხილობები აღენიშნება
29/11/2024 07:09:51 საზოგადოება
პარლამენტთან აქციის დაშლის მიმდინარეობისას სპეცრაზმელის მიერ ნაცემ ჟურნალისტს გურამ როგავას მოტეხილობები აღენიშნება.
კერძოდ, როგორც ექიმმა განმარტა, მას აღენიშნება სახის ძვლების და კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ დგას - პაციენტს დაუფიქსირდა კისერი.
როგავა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, რა დროსაც მას მოულოდნელად სპეცრაზმელი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, საპოლიციო ძალები საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მიზანმიმართულად გაუსწორდნენ 20-მდე ჟურნალისტს.
საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ინტენსიურად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, ძალადობდნენ დემონსტრანტებზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 43 ადამიანი ადმინისტრაციული მუხლით.