Accentnews.ge
ნაუსედა: გისურვებთ ძალას და გამბედაობას საქართველოს ევროპული გზის შესანარჩუნებლად

ნაუსედა: გისურვებთ ძალას და გამბედაობას საქართველოს ევროპული გზის შესანარჩუნებლად

29/11/2024 07:22:25 პოლიტიკა

ლიეტუვა მტკიცედ დგას საქართველოს ხალხისა და მათ ევროპული ოცნების გვერდით! - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ის საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს მიმართავს: "გისურვებთ ძალას და გამბედაობას საქართველოს ევროპული გზის შესანარჩუნებლად. საქართველო ეკუთვნის ევროპას."

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეჩერებულად გამოაცხადა, დედაქალაქში პროტესტი სტიქიურად აგორდა. საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S