Accentnews.ge
ელჩი: ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, სრულად გვესმის თქვენი სიბრაზე

ელჩი: ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, სრულად გვესმის თქვენი სიბრაზე

29/11/2024 07:36:27 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, რომლებიც ქუჩაში "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების შემდეგ ქუჩაში გამოვიდნენ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი.

„მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს: ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, სრულად გვესმის თქვენი სიბრაზე, გვესმის თქვენი სასოწარკვეთა, გვესმის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს. ეს აქამდე საქართველოს ყველა მთავრობის გაცხადებული სურვილი იყო, მათ შორის წინა მთავრობის. მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებამ ბევრი ადამიანი გააკვირვა, შოკში ჩააგდო. მესმის, რომ საპროტესტო აქციები არ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს იყო ქართველი ხალხის სპონტანური რეაქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის ბევრ ქალაქში. რა თქმა უნდა ვგმობთ იმას, რომ ძალადობა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მიუღებელუია! ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი“, - აღნიშნა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S