Accentnews.ge
ქარჩხაძე: ვწყვეტ კონსერვატორიასთან თანამშრომლობას, გადავდივარ გაფიცვის რეჟიმში

ქარჩხაძე: ვწყვეტ კონსერვატორიასთან თანამშრომლობას, გადავდივარ გაფიცვის რეჟიმში

29/11/2024 08:45:48 საზოგადოება

მე ვწყვეტ კონსერვატორიასთან თანამშრომლობას! გადავდივარ გაფიცვის რეჟიმში!,- აცხადებს მუსიკოსი თორნიკე ქარჩხაძე.

როგორც თავად განმარტავს, ქვეყანაში და კონსერვატორიაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულია, შევწყვიტო სასწავლო პროცესი და გადავიდეს გაფიცვის რეჟიმში.

"მე ვარ თორნიკე ქარჩხაძე თბილისი კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტის (University of California, San Diego) დოქტორობის კანდიდატი, მკვლევარი და ასისტენტ-მასწავლებელი. 2020 წლიდან ვარ მოწვეული მასწავლებელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის დეპარტამენტში, სადაც მუსიკის პროგრამირებისა და კომპიტერული მუსიკის საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს ვასწავლი.

დღეს ქვეყანაში და კონსერვატორიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებული ვარ შევწყვიტო სასწავლო პროცესი და გადავიდე გაფიცვის რეჟიმში. მე არ ვაპირებ ვითანამშრომშრომლო კონსერვატორიასთან, სანამ საქართველოში და კერძოდ კონსერვატორიაში არ დამთვარდება "ქოცების" დიქტატურა! დიდი იმედი მაქვს სხვა პედაგოგები და სტუდენტებიც შემომიერთდებიან!

2020 წელს, როცა კონსერვატორიაში სწავლება დავიწყე, გულით მინდოდა ახლადფეხადგმული “მუსიკის ტექნოლოგიის” პროგრამისთვის ხელი შემეწყო, ჩემი ევროპასა და აშშ-ში მიღებული გამოცდილება ქართველი სტუნედებისთვის გამეზიარებინა და მათთვის ინსპირაცია მიმეცა. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ნელ-ნელა პრო-ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო, კონსევრატორიაში “ქართულმა ოცნებამ” გადატრიალება მოაწყო და თავისი კონტროლირებადი კადრები დასვა (რის შედეგადაც სტუნდეტებისა და მასწავლებლების ოპოზიციური ხმები ნელ-ნელა ჩაიხშო). ხშირად დავფიქრებულვარ, იყო თუ არა ამ ორგანიზაციაში ჩემი ადგილი. თუმცა, რაღაც მაჩერებდა და ეს რაღაც იყო სტუდენტები და სურვილი ჩემი ხმა სხვა პრო-ევროპულად განწყობი ხმებთან ერთად გასმულიყო კონსერვატოორიში (და ამას ვაკეთებდით კიდეც მანიფესტებითა და სხვა საშულებებეით). დღეს ეს მოთმინების ფიალაც აივსო! ამაში წვლილი ქალბატონი მარინე ჭანიშვილის ამბავმაც შეიტანა. მე აღარ მინდა, რაიმე, თუმდაც მინიმალური, კავშირი მქონდეს ორანიზაციასთან, რომლის ხელმძღვანელებიც თანამშომლებს უყვირიან, ევროკავშირის დროშების ჩამოხნით, პროტესტის ჩახშობით და “ქოცური” ანტი-ლიბერალური ნარატივის გავრცელებით არიან დაკავებულნი. ჩემთვის მიუღებელია და ღირსების შემლახველია რაიმე სახით, თუნდაც ირიბად, ვიყო ამ ადამინებთან ასოცირებული! სოლიდარობა ქალბატონ მარინეს და თავისუფლება კონსერვატორიას!",- წერს სოციალურ ქსელში თორნიკე ქარჩხაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S