Accentnews.ge
„ბავშვებს რუსეთში ვერ დავიცავთ" - მშობლების აქციაზე პოლიციასა და მომიტიმგეებს შორის დაძაბულობა იყო

„ბავშვებს რუსეთში ვერ დავიცავთ" - მშობლების აქციაზე პოლიციასა და მომიტიმგეებს შორის დაძაბულობა იყო

29/11/2024 10:11:02 საზოგადოება

ქუთაისში დედების და შვილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები შვილებთან ერთად მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

„ბავშვებს რუსეთში ვერ დავიცავთ, ახლა გაჩერების დრო არ არის“, - ფიქრობენ აქციის მონაწილეები.

მათ გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

„რამე დაგვრჩა სათქმელი? ეს ზონდერები, ნაცვლად იმისა, თავიანთ შვილების მომავალი დაიცვან, მე მებრძვის - ქალს, რომნელსაც შვილი მიჭირავს ხელში. მე მეჯიკავებიან, რომელიც აქ შვილთან ერთად ვარ. მე მაგდებენ ჩემი ქუჩიდან. რაღა დაგვრჩა სათქმელი? პირდაპირ რუსეთში მიგვაქანებენ! არ მინდა, კუნთმაგარი ბიჭების ქვეყანაში გაიზარდოს ჩემი შვილი!“,- თქვა აქციის მონაწილემ.

„გამოდით!”- სკანდირებენ შეკრებილები და მოქალაქეებს მოუწოდებენ პროტესტს შეუერთდნენ. ისინი ასევე მოითხოვენ გუშინ დაკავებული მომიტინგის მიშა მუმლაძის გათავისუფლებას.

ცნობისთვის: თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

„ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მესამე დღეს.

28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.

აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ დაშავდა შსს-ს 32 თანამშრომელი, რომელთა ნაწილს თავის, თვალის და სხეულის მძიმე დაზიანება აქვს და 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S