Accentnews.ge
კობახიძე თვლის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, „მოსმენილის გააზრების პრობლემა“ აქვთ

კობახიძე თვლის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, „მოსმენილის გააზრების პრობლემა“ აქვთ

29/11/2024 10:56:39 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თვლის, რომ გარდა მომიტინგეებისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომლებსაც აქვთ „მოსმენილის გააზრების პრობლემა“, რომლებიც ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.

„ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და საჯარო მოსამსახურეებს ყურადღებუთ უნდა მოვეკიდოთ. აქაც აშკარად იკვეთება წაკითხულის და მოსმენილის გააზრების პრობლემა. თი ვინმეს აქვს ეს პრობლემა, მზად ვარ, განვუმარტო თითოეული საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მოსმენილის სწორად გააზრების შემთხვევაში პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა“, - თქვა კობახიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელთა განცხადებას, რომელიც ემიჯნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ამ დროისთვის 100-ზე მეტი პირი აწერს ხელს. მათ შორის არიან ელჩებიც. ცნობილია, რომ ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობაც დატოვა.

„ჩვენი, როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია.

დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.

ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით, აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.

მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ჩვენ ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი.

ინფორმაციისთვის, განცხადება ღიაა და ხელმომწერი პირების რაოდენობა მზარდია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S