Accentnews.ge
GDI: საპოლიციო ძალები ასრულებდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო დავალებებს, მშვიდობიან მოსახლეობას უკანონოდ არბევდნენ

GDI: საპოლიციო ძალები ასრულებდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო დავალებებს, მშვიდობიან მოსახლეობას უკანონოდ არბევდნენ

29/11/2024 11:03:57 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) აცხადებს, რომ 28 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები უკანონოდ დაარბიეს.

"საქართველოში ხელისუფლება უზურპირებულია. არალეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმურია ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა. მიტაცებულია სასამართლო და არ არსებობს მართლმსაჯულება.

ხელისუფლებას ახორციელებს უზურპატორი, რომელმაც უარი თქვა კონსტიტუციურ მმართველობაზე, ადამიანის უფლებების არსზე და საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვა ქვეყნის ევროპულ და დასავლურ კურსზე.

უზურპატორის ერთადერთ დასაყრდენს რეპრესიული სისტემა წარმოადგენს, რომელიც საპოლიციო ფიზიკურ ძალაზე, პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურებზე დგას.

გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, საპოლიციო ძალები ასრულებდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო დავალებებს. უკანონოდ არბევდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას. ცდილობდნენ ცემით, ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და არაადამიანური მოპყრობით ჩაეხშოთ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი და ქვეყნის მომავლის დაცვის სურვილი.

და რადგან, ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია, არ არსებობს სხვა გზა გარდა წინააღმდეგობისა!", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S