პრემიერი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტიც "მოსმენილის გააზრების პრობლემის" გამო გამოვიდა ქუჩაში
29/11/2024 11:17:11 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტიც "მოსმენილის გააზრების პრობლემის" გამო გამოვიდა ქუჩაში.
"აქაც იგივე შეიძლება, ითქვას, რაც ელჩის შემთხვევაში. როდესაც ხარ ჯერ კიდევ პრეზიდენტი, გყავს ამხელა ადმინისტრაცია, შეიძლება, თვითონ სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს მოსმენილის გააზრების უნარი, მაგრამ, მინიმუმ, მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს. როდესაც იცი რა ითქვა და სიცრუით პასუხობ ამ ყველაფერს, ეს მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის რეალურ განზრახვაზე. ის ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს, დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს. ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და სურს, რომ ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი 5 პარასკევი. ეს 5 პარასკევიც ამოიწურება და აქტუალობას დაკარგავს ეს ქალბატონიც. შესაბამისად, მე მის ქმედებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი", – განაცხადა მან.
მანამდე, ირაკლი კობახიძემ იგივე ვარაუდი გამოთქვა დემონსტრანტების და საგარეო უქყების მოქმედი თანამშრომლების მიმართ.


