Accentnews.ge
კობახიძე პირობას ვერ დებს, რომ დაუსჯელი არ დარჩება ჟურნალისტებზე ძალადობა

კობახიძე პირობას ვერ დებს, რომ დაუსჯელი არ დარჩება ჟურნალისტებზე ძალადობა

29/11/2024 11:21:32 პოლიტიკა

პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც „სამწუხარო“ უწოდა მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობას, თუმცა აღნიშნულს „სისტემური ძალადობის“ შედეგად გვთავაზობს, მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა მასზე რეაგირების შესახებ.

„რაც შეეხება სამართალდარღვევას, განსაკუთრებით, თუ სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი ჟურნალისტის მიმართ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არც ერთი კანონდარღვევა, ბუნებრივია, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“,- უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას.

მას შეახსენეს ისიც, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე გამოჰყავს შსს-ს. ასევე დამაზუსტებელ კითხვაზე, არ დარჩება? პირობა შეგიძლიათ დადოთ?, კობახიძემ უპასუხა: „ეს არის ჩემი დამოკიდებულება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დავინტერესდები იმ ფაქტებით, რომლებიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან“.

მას შეახსენეს გაზაფხულის მოვლენებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები და მისი პირობა, რომ დაინტერესდებოდა, ჩაეძიებოდა და ისიც, რომ ამ დრომდე არც ერთი პირის პასუხისმგებაში მიცემის შესახებ არ გაცხადებულა.

„ჩემი ინფორმაციით, გამოძიება არის დაწყებული არაერთ საქმეზე. ასევე პასუხისგებაში მიცემაც მოხდა არაერთ შემთხვევაში“,- შემოიფარგმა ზოგადი პასუხით დეტალიზაციის გარეშე.

„რაც შეეხება მარტის აქციებს, შარშანდელ აქციებს და გუშინდელ დღეს - იცით, რომ იყო მასშტაბური ძალადობა, იყო დარღვევები ასევე შეკრების დაშლის დროს, იყო ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც პრობლემები. [...]დრო სჭირდება გამოძიებას“,- თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S