29-11-2024 15:47:09 ევროპა ,პოლიტიკა
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ გადაწყვეტილებას ეხმიანება და პასუხისმგებელ პირთათვის როგორც სავიზო, ისე ინდივიდუალური ფინანსური სანქციების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.
"ქართულმა ოცნებამ" მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი. ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები" - აცხადებს უასტრევიჩუსი.