Accentnews.ge
კობახიძე ამბობს, რომ „ბოლომდე ვერ გავხსნით თემას“, თუ რატომ ექცევა ევროკავშირი "უსამართლოდ"

კობახიძე ამბობს, რომ „ბოლომდე ვერ გავხსნით თემას“, თუ რატომ ექცევა ევროკავშირი "უსამართლოდ"

29/11/2024 11:47:42 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს, ჰკითხეს, ამ რიტირიკის ფონზე „იქნებ რაღაც მაინც თქვას“, „რას ერჩიან ქვეყანას“ დასავლელი პარტნიორები.

„ბოლომდე ვერ გავხსნით ამ თემას“ - თქვა კობვახიძემ და განაგრძო, რომ საჯაროდ ვერ ისაუბრებენ, თუ რა მოთხოვნებს უყენებდნენ „კონკრეტული ადამიანები დახურულ კარს მიღმა“.

„ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ეჭვები, გარკვეული ინფორმაცია, რომელიც გვაძლევს ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას“,- განაცხადა კობახიძემ და კვლავ მოლდოვაზე ისაუბრა, რომ დსთ-ს წევრად რჩება, არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის და კრიტიკული განცხადებები არ გაკეთებულა.

მას მეტის თქმა სთხოვეს ჟურნალისტებმა.

„საკმაოდ ღია მინიშნებებით გითხარით, რაზეც გვაქვს საუბარი. პრობლემები დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თვისებრივად დასრულდება უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად. თუმცა, ამ ყველაფერს სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ევროკავშირს უნდა ომი საქართველოში, მაგრამ არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, ბიუროკრატები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ამ ძალიან მძიმე საქმეს ემსახურებიან. დანარჩენზე აღარ ვისაუბრებ დახურულ კარს მიღმა ვინ რას ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან“,- თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S