Accentnews.ge
გახარია: სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, რათა ეს პროტესტი იყოს სისტემური

გახარია: სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, რათა ეს პროტესტი იყოს სისტემური

29/11/2024 12:00:06 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მოითხოვს, "გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს".

"მივმართავ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე უკანონოდ დანიშნულ პირებს. გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები. არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მაგალითად, ვგულისხმობ, უვიზო რეჟიმის შეჩერებას. არამედ გამოიყენონ, კონკრეტულად და პერსონალურად იმ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, არჩევნების გაყალბებაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და რაც მთავარია, საქართველოს იმ მოქალაქეების ძალადობაში, რომლებიც გუშინ თბილისის ქუჩებში ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან გაიმეორა, რომ ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად "ახალი არჩევნების თარიღი და კონკრეტული ადმინისტრაციების ცვლილება" არის საჭირო.

ამასთან, მოქალაქეებს ერთიანებოსკენ მოუწოდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ვალია, გავერთიანდეთ. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე. ამ გზაზე ჩვენი მიზანია:

  • მივიღოთ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი;
  • პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, მივაღწიოთ და აირჩეს ცესკო-ს, სუს-ის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სახელმწიფო აუდიტის ადმინისტრაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შემდგომ არჩევნებს აზრი არ ექნება. ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს - დავიბრუნოთ არჩევნები, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი უფლებები, მხოლოდ ამ ადმინისტრაციების ცვლილებით".

ამ მიზნის მისაღწევად, ის მოქალაქეებს მოუწოდებს, "სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, რათა ეს პროტესტი იყოს მრავალი, სისტემური და მთელი ქვეყნის მასშტაბით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S