Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აღარ გეგმავს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აღარ გეგმავს

29/11/2024 11:59:50 პოლიტიკა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აღარ გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მარტივად არის აქ საქმე. ჩვენ არ გვაქვს 100 მანდატი პარლამენტში, შესაბამისად, პრაქტიკულ აზრს არის მოკლებული იმპიჩმენტის პროცედურა. მეორე, ისედაც ეწურება [ვადა] ოთხ კვირაში, ერთ თვეში მას უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, არანაირი აქტუალობა იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებდა. სარჩელი სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა შესულიყო.

საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 2023 წლის 14 სექტემბერს შევიდა. 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, 2023 წლის 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში ვერ მოგროვდა დეპუტატთა საკმარისი (ასი) რაოდენობა, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 86-მა წევრმა და იმპიჩმენტი არ შედგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S