Accentnews.ge
მოსკოვი "ოცნების" დაცვა-ქებას განაგრძობს

მოსკოვი "ოცნების" დაცვა-ქებას განაგრძობს

29/11/2024 13:37:44 პოლიტიკა

ავტორიტარული რეჟიმი სადავო ლეგიტიმაციის მქონე "ქართული ოცნების" ხელისუფლების დაცვასა და ქებას კვლავ აქტიურად განაგრძობს. სხვა რუსი ჩინოსნების კვალდაკვალ დღეს შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ამიერკავკასიის ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და ერთობლივად იმუშავონ, რადგან კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების ინტერვენციის ბომბები ყველგან ცვივა".

"ამ კონტექსტში ამიერკავკასიას რომ შევეხოთ, ჩვენ ახლახანს ვიხილეთ საქართველოს ხელისუფლება, ქართული საზოგადოება როგორ გახდა კოლექტიური დასავლეთის მხრიდან დამამცირებელი თავდასხმებისა და დაუნდობელი ზეწოლის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დასავლეთისგან ტრადიციული ღირებულებების დაცვა გაბედა, გაბედა პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რომელიც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. ეს ყველაფერი სომხეთის მახლობლად ხდებოდა. ვხედავთ, რომ დასავლეთის ინტერვენციის ბომბები ყველგან ცვივა" - აღნიშნა გალუზინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S