Accentnews.ge
PACE გმობს "მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ რეპრესიებს" და მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული

PACE გმობს "მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ რეპრესიებს" და მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული

29/11/2024 14:05:45 პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული. ამის შესახებ ნათქვამა განცხადებაში, რომელიც PACE–ს მუდმივმოქმედმა კომიტეტმა 29 ნოემბერის სხდომაზე მიიღო.

„საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც დღეს ლუქსემბურგში იკრიბება, გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, სადაც მთავრობამ გამოაცხადა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე.

ასამბლეა კატეგორიულად გმობს მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ რეპრესიებს, რომლებიც გაიმართა თბილისში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.

ასამბლეა ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა უმეტესობა დააკავეს და ბრალი წაუყენეს საბჭოთა პერიოდის სადავო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებებით და აღნშნავს, რომ ასამბლეამ არაერთხელ მოითხოვა ამ კანონის შეცვლა ახალი კანონით ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ეს შემაშფოთებელი მოვლენები მით უფრო შემაშფოთებელია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, რომელიც ჩატარდა ისეთ გარემოში, რომელიც არ უქმნიდა აუცილებელ პირობებს ამომრჩეველს „გააკეთებინა ინფორმირებული არჩევანი, თავისუფალი არჩევანი დაშინებისა და ზედმეტი ზეწოლისგან“. აღნიშნულია ასამბლეის არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშში.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ

ასამბლეა მზადაა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და მინისტრთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძოს მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში. ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლების მოახლოებული ვიზიტი საქართველოში გადამწყვეტ შესაძლებლობას წარმოადგენს ამ დიალოგის გასაგრძელებლად. ასამბლეა არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშს 2025 წლის იანვრის სესიაზე განიხილავს", – ნათქვამია PACE–ს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S