გომი-ჭიათურას მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

15-02-2020 16:33:44 რეგიონები ,რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-ჭიათურას მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შეზღუდვა რჩება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ66-კმ107 (ჭიათურა-ზესტაფონი) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები