მწერალთა სახლის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა
29/11/2024 17:10:06 პოლიტიკა
მწერალთა სახლის თანამშრომლების ნაწილი "ოცნების" მიერ მიღებული, ევროინტეგრაციის გამნულებელი გადაწყვეტილების მიმართ პროტესტს უერთდება.
"გუშინდელ მშვიდობიან აქციაზე დაარბიეს ჟურნალისტები, ჩვენი მოქალაქეები, დაპატიმრებულია ათობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორის - პოეტი ზვიად რატიანი. იმის გამო, რომ მწერალთა სახლმა არ გააკეთა არანაირი განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: საქართველოს ევროპული მომავალი არის შეუქცევადი და კონსტიტუციით განსაზღვრული, მისი დარღვევა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ პროცესის შეჩერება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს თავის გზას ევროპისკენ. ვგმობთ გუშინდელ მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეებისა და მათ შორის, ზვიად რატიანის დაპატიმრებას და მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლელა შუბითიძე, ირინე ჭოღოშვილი, ვასო გულეური, ნანა ნიბლაძე, მაგდა ცოცხალაშვილი.


