
ჭიჭინაძის ქუჩაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება
29/11/2024 18:32:03 საზოგადოება
ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმია განლაგებული, პერიოდულად ინციდენტებს აქვს ადგილი.
აქციის მონაწილეები სხვადასხვა სახის ნივთებს ესვრიან სამართალდამცველებს, რასაც რამდენჯერმე მოჰყვა მათი მხრიდან გაფრთხილება. ასევე, ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებებსაც.
მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება.