
დანიის საგარეო მინისტრი: აღშფოთებულები ვართ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობით
29/11/2024 20:12:59 ევროპა, პოლიტიკა
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი EU-ში საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გამო აღშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ დანია ქართველი ხალხის გვერდით დგას.
რასმუსენის განცხადებას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
"დანია აღშფოთებულია პროევროპელი მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობებით. დანია ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს" - ნათქვამია განცხადებაში.