
“ტვ პირველი": "ჩვენს ჟურნალისტს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ"
29/11/2024 20:09:13 საზოგადოება
„ტვ პირველი“ იუწყება, რომ პარლამენტთან აქციის გაშუქების დროს პოლიციელებმა მათ ჟურნალისტსა და ოპერატორზე იძალადეს.
„ჩიტაძის ქუჩაზე მარიამ გაფრინდაშვილი დააგდეს ძირს. ახლა ფიზიკურად უსწორდებიან სპეცრაზმის თანამშრომლები ჩვენს გადამღებ ჯგუფს. ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი“, - თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ეკო მაღრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, მარიამ გაფრინდაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ.