30-11-2024 01:38:02 პოლიტიკა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ხუთშაბათს ქართველები თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გავიდნენ, რათა ხმა ამოიღონ "ქართული ოცნების" პარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მშვიდობიან პროტესტებს ექსტრემალური ძალადობით დახვდნენ. ჩვენ ამ პასუხს ყველაზე მძაფრი ფორმით ვგმობთ.
არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ გააყალბა ქვეყნის ოქტომბრის არჩევნები. ამ კვირის დასაწყისში, "ქართულმა ოცნებამ" ახალი მთავრობა დასვა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე და პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ეს მთავრობა არალეგიტიმურია.
ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ და მოვუწოდებთ ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს, დაუბრუნდეს ქართველების მხარდაჭერას მათ ბრძოლაში, აღადგინონ თავიანთ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დასაჯოს ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი ლიდერების არჩევის უფლების დარღვევაზე", - ნათქვამია განცხადებაში.