Accentnews.ge
მოსკოვში დანით შეიარაღებული მამაკაცი მრევლს თავს დაესხა

მოსკოვში დანით შეიარაღებული მამაკაცი მრევლს თავს დაესხა

16/02/2020 08:04:05 მსოფლიო

დღეს მოსკოვში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მამაკაცი შევარდა და მრევლს თავს დაესხა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული და მრევლის რამდენიმე წევრს, რომელიც იმ დროს წირვა-ლოცვას ესწრებოდა, ჭრილობები მიაყენა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დაჭრილია და ჰოსპიტალიზებული.

როგორც რუსეთის შსს-ში აცხადებენ, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, იგი ლიპეცკის ოლქის 26 წლის მკვიდრი აღმოჩნდა.

საქმის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S