პოლიცია წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს კვლავ იყენებს

30-11-2024 02:48:41 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ გააგრძელდა საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა.

შსს-ის თანამშრომლებმა დაახლოებით, 02:30 საათისთვის დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენებით „მერიოტის“ მოპირდაპირე მხარეს აღმართული ბარიკადების დაშლა, ასევე, –აქციის მონაწილეების დაშლა.

სპეცრაზმელები იყენებენ ცრემლსადენ გაზსაც.

აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებენ.

ისინი რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.

ამის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის მომიტინგეები კვლავ რჩებიან.

Новости

Другие новости