Accentnews.ge
ზვიად რატიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

ზვიად რატიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

30/11/2024 11:17:57 საზოგადოება

29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება (166-ე და 173-ე მუხლები), რაც როგორც ჯარიმას, ისე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ზვიად რატიანის სასამართლო 2 დეკემბერს, 5:30 საათზე გაიმართება.

მისი ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, რატიანის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, თუმცა ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

ზვიად რატიანმა თავი ამოიცნო კადრებში, რომელიც 29 ნოემბერს ფეისბუქით გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ უსწორდება პოლიცია მამაკაცს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S