Accentnews.ge
ბუდუ ზივზივაძე: შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება

ბუდუ ზივზივაძე: შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება

30/11/2024 11:34:54 საზოგადოება

„შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება“, - დაწერა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ სოციალურ ქსელში.

ფეხბურთელი ძალადობას გმობს და წერს, რომ პოზიცია არასოდეს შეუცვლია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით:

„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა. საქართველოს ადგილი ევროპაშია“.

ორი ღამეა, რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან.

დემონსტრანტები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩერონ ევროკავშირთან მოლაპარაკებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S