
შოთა არველაძე: მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს აქ არ მოვსულიყავი, შოკი იყო, ის რაც გუშინ ვნახე
30/11/2024 18:24:38 საზოგადოება
ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.
როგორც მან "ტვ პირველს" განუცხადა, "გუშინდელი ღამს შემდეგ ვერ ძეძლო, რომ დღეს პროტესტს არ შეერთებოდა".
"მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს აქ არ მოვსულიყავი. ძალიან რთული საყურებელი იყო, შოკი იყო, ის რაც გუშინ ვნახე. რაც ხდება საშინელებაა, ის ვინც, მართლა უნდა გიცავდეს და შენთან უნდა იყოს, ასე ექცევა თანამემამულეს.მე არ ვაკნინებ არავის. მე ჩემი წუხილი სოციალური ქსელითაც გამომითქვამს. [...] ძალიან იშვიათად ხდებობა ხოლმე. აღარ მახსოვს ახლა ზუსტად, 6–7 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში და ძალიან დიდი ბჭობა იყო, მიგვესამძიმრებინა თუ არა. რაც თავი მახსოვს ამ ქვეყანაში, ყველაფერი შეიძლება გააცდინო ადამიანმა – ქორწილიც, დაბადების დღეც და რავიცი რა არა, მაგრამ პანაშვიდზე და მისასამძიმრებლად აუცილებლად უნდა მიხვიდე და მიუსამძიმრო ჭირისუფალს. მაშინ გამოვხატე პირველი ასეთი აზრი. მერე იყო კანონის ["აგენტების კანონი"] მიღებასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანას ეს კანონი არაფერში არ სჭირდებოდა და დღეს, როცა ჩავთვალე, რომ შემეძლო, ფიზიკურად ვყოფილიყავი მონაწილე, მოვედი დღეს აქ, რათა გამეპროტესტებინა ის საშინელება, რაც ვნახე. [...] ერთადერთი მე რისი გაგებაც მინდა, არის ის, რომ რატომ შეიძლება, საკუთარ ადამიანებს მოექცე ასე, რატომ არ შეიძლება, უკეთესად ახსნა ეს ყველაფერი და ამის მერე თუ ვინმემ რამე ვერ გაიგო წესიერად, წიხლებით არ შეადგე და ხორხი არ გაუჭყლიტო ნახევარ საქართველოს. არ შეიძლება, შორიდან ამის ყურება", – განაცხადა მან.
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, მან როგორ გაიგო "ქართული ოცნების" განცხადება, არველაძემ შემდეგი აღნიშნა:
"მე ცალკეულ განცხადებებს არ ვაკვირდები, მინდა, მთლიან სურათს შევხედო და მაინტერესებს ერთი მარტივი რამ, მთავრობის ყველა განცხადების ან გადაწყვეტილების შემდეგ რატომ გამოდის 300 000 კაცი გარეთ?! ჩემი აზრით, იმიტომ აბარიათ ეს ქვეყანა, ეს ყველაფერი გააცნობიერონ".