Accentnews.ge
აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს

აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს

30/11/2024 19:11:31 პოლიტიკა

აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს.

"აშშ ევროკავშირთან ერთად წუხს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც ლეგიტიმურად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს - ევროკავშირი საყრდენი ძალაა კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა," - წერს მილერი სოციალურ ქსელში.

აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი მოეწერა 2009 წლის 9 იანვარს.

განახლება: მეთიუ მილერის "პოსტი" მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პლატფორმა X- ზე აღარ იძებნებოდა, თუმცა აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილიყოს შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–საიტზე გამოქვეყნდა.

გაუჩინარებიდან ცოტა ხანში X- ზე მილერის გვერდზე "პოსტი" კვლავ გამოჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S