ლიეტუვაში საქართველოს ელჩი თანამდებობიდან გადადგა
30/11/2024 19:16:05 პოლიტიკა
ლიეტუვაში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს.
"წარვადგინე ჩემი განცხადება ლიეტუვაში საქართველოს ელჩის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. პატივი და პრივილეგია იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში" - დაწერა დიპლომატმა.


