მედია: ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა
30/11/2024 19:48:41 პოლიტიკა
რადიო თავისუფლებას წერს, რომ ორი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ერთი საქართველოს საელჩოდან შეერთებულ შტატებში უდასტურებს მანამდე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ.
თავდაპირველად ინფორმაცია დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა. "ფორმულას" ინფორმაციით ზალკალიანის გარდა გადადგა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.
მანამდე ზალკალიანის რამდენიმე კოლეგამ ოფიციალურად დატოვა თანამდებობა, ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილმა გავრცელა განცხადება, რომლითაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას 2028 წლამდე.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ მესამე, ღამეა პროტესტი არ წყდება. აქციები იმართება რეგიონებშიც.


