Accentnews.ge
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი: დღეს არ შემეძლო, აქციაზე არ გამოვსულიყავი, ჩვენს ქვეყანას  გადამწყვეტი მომენტი უდგას

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი: დღეს არ შემეძლო, აქციაზე არ გამოვსულიყავი, ჩვენს ქვეყანას  გადამწყვეტი მომენტი უდგას

30/11/2024 19:57:10 პოლიტიკა

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

„დღეს არ შემეძლო რომ არ გამოვსულიყავი. ხშირ შემთხვევაში, დისტანციურად ან ისე, სოციალურ ქსელებში ვცდილობ გამოვხატო ჩემი აზრი, მაგრამ დღევანდელი ვითარება უკვე გასცდა იმ ზომიერი აღშფოთების ფარგლებს და მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოვხატოთ ჩვენი ბრაზი ან აზრი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანას უდგას ძალიან გადამწყვეტი მომენტი. ვხედავ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი მომავლით გულშეწუხებულები გამოდიან, როგორც მამა და როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ერთგვარად ჩემ ვალად ჩავთვალე, რომ ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენ გასაკეთებელს და ჩვენ საზიდ ტვირთს შეუდგეს მხრები, ელემენტარულად მათთან თანადგომა მინდოდა, მათთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალზე მეყვირა აქ, ერთგვარი ბრაზი გამომეხატა. [...] როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა ამ ზღვა ადამიანს, ამ ოკეანე ემოციას ანგარიში არ გაუწიოს და არ დაინტერესდეს, რატომ არის, საიდან მოდის ეს ბრაზი? [...] ძალიან მიხარია, რომ ჩემი კოლეგები,მეგობრები,რომლებმაც ვეღარ გაუძლეს უკვე ამ ემოციურ ფონს, მიიღეს გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვეს. მეც დიდხანს ამით ვამართლებდი ჩემს ყოფნას და გადადგომამდე ვამბობდი, რომ მთავარია ჩემი საქმე გავაკეთო ჩემი პროფესიული თავმოყვარეობიდან გამომდინარე და დღეს, უკვე ვფიქრობ, რაღაა ჩვენი საქმე, რა დარჩა ჩვენი გასაკეთებელი. ვთქვი, რომ იმ ხალხთან არაფერი მაქვს სათქმელი, რომელიც ამ პოლიტიკას უჭერს მხარს და რომელიც ერთგვარ სეირივით უყურებს იმას, რაც ხდება და როგორი ძალადობით უსწორდებიან ახალგაზრდებს, ძირს დავარდნილ ახალგაზრდებს, იმათ აზრს მაინც ვერ შევაცვლევინებ, მაგრამ მე საუბარი მქონდა იმ ადამიანებზე, იმ საჯარო მოხელეებზე, იმ დიპლომატებზე, რომლებმაც კარგად იციან, გააჩნიათ უნარი, რომ წარსულის გაკვეთილებიდან, დღევანდელი სიტუაციის და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გამოიტანონ დასკვნა“, -განუცხადა მან „ტვ პირველს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S